ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
სტუდენტური კონკურსი “PRოფესია" 2013
04/07/2013

მედია ანონსი

4 ივლისი, 2013 წელი
დაუყოვნებელი გავრცელებისთვის

საკონტატო ინფორმაცია:
ელდარ პირმისაშვილი
5 58 44 55 66
E-mail: eldarpr@gmail.com

სტუდენტური კონკურსი "PRოფესია" 2013

2013 წლის 5 ივლისს 19:00 საათზე საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის ეზოში, "პერიტუს გრუპი"-ს სტუდენტური კონკურსის "PRოფესია"-ს დიპლომების გადაცემის და გამარჯვებულების გამოვლენის ცერემონია გაიმართება.

კონკურსის მიზანია საზოგადოებასთან ურთიერთობისა და მარკეტინგის მომავალი სპეციალისტებისთვის პროფესიული უნარ-ჩვევების შეძენა და პრაქტიკული გამოცდილების მიღება აღნიშნულ სფეროში.

ბოლო წლების განმავლობაში ტექნოლოგიების განვითარება და სხვადასხვა ბუნებრივი პირობები გავლენას და ადამიანთა გაუფრთხილებელი დამოკიდებულება გარემოსადმი საკმაოდ აზიანებს მას. შესაბამისად, აუცილებელია, რომ თითოეული ჩვენთაგანი ზრუნავდეს მასზე და შეძლებისდაგვარად იცავდეს იმ თუნდაც მცირედ წესებს, რაც მეტ-ნაკლებად შეამცირებს გარემოს დაზიანების რისკებს. აქედან გამომდინარე საკონკურსო დავალებად შეირჩა: დავიცვათ ჩვენი გარემო.

სტუდენტურ კონკურსში მონაწილეობა მიიღო: საქართველს უნივერსიტეტის, საზოგადოებრივსაქმეთა ინსტიტუტის, კავკასიის უნივერსიტეტის, ილიას სახელობისა და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიყო უნივერსიტეტის სტუდენტებმა.

დაჯილდოების ცერემონიას დაესწრებიან როგორც პიარ ექსპერტები, ასევე გარემოს დაცვის სამინისტროს წარმომადგნელები, სტუდენტები, უნივერსიტეტების წარმომადგენლები და სხვა მოწვეული სტუმრები

პირველ, მეორე და მესამე ადგილზე გასულ კონკურსანტებს გადეცემათ პრიზები და სერთიფიკატები.

წაკითხულია: 2134